logo
ENG



ბათუმში რუსული გემი "ასტორია გრანდე" ბრუნდება

18 მაი 202617:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/avdkn9cr2o1botb.png

28 მაისს Astoria grande ბათუმში დაბრუნდება, წლის ბოლომდე სოჭიდან 10 კრუიზია დაგეგმილი.

საკრუიზო ლაინერ "ასტორიას" ოფიციალურ საიტზე წერია, რომ რუსული გემი მარშრუტს 26 მაისს დაიწყებს და ბათუმში წლის ბოლომდე სოჭიდან 10 კრუიზის შესრულებას გეგმავს.

"ამ დინამიკური მოგზაურობის მარშრუტი შავი ზღვის თვალწარმტაცი სანაპიროს გასწვრივ გადის: სოჭი, ტრაბზონი ბათუმი. სტუმრები აღმოაჩენენ ავთენტურ ტრაბზონს და ორ დღეს გაატარებენ ბათუმში - კონტრასტების ქალაქში, სადაც თანამედროვე არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის საკურორტო თავისუფლების ატმოსფეროს", -  ვკითხულობთ ასტორიას ოფიციალურ საინტზე.

ცნობისთვის, საკრუიზო გემი Astoria Grande-ს გამოჩენას 2023–2024 წლებში ბათუმში ადგილობრივების მწვავე პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ლაინერმა მარშრუტებიდან საქართველოს მიმართულება ამოიღო. მაშინ საკრუიზო გემის ბორტზე პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი მუსიკოსები და არტისტებიც იყვნენ. მათ შორის, უკრაინის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი. ხალხი რუს ტურისტებს რომ ვერ მიახლოებოდა, პოლიციამ პორტთან მისასვლელი დილიდანვე რკინის ჯებირებით გადაღობა. მგზავრები ბათუმში გავიდნენ მიკროავტობუსებით, რომლებსაც აქციის მონაწილეები კვერცხებსა და ბოთლებს ესროდნენ. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო მაშინ 23 ადამიანი დააკავეს.


close დახურვა